პროექტის მთავარი იდეა: მოსწავლეები გაეცნობიან მეოცე
საუკუნის დასასრულისა და მე-21 საუკუნის დასაწყისის მწერლებსა და მათ შემოქმედებას.
პროექტის აქტუალობა: ქართული ლიტერატურა იმდენად დიდია,
რომ მხოლოდ საგაკვეთილო პროცესით მისი შესწავლა შეუძლებელია.
პროექტის მიზნები: კლევის, კომუნიკაციისა და კრიტიკული
აზროვნების განვითარება; მოსწავლეები გაეცნობიან ზურაბ ლეჟავას, ანა კორძაია-სამადაშვილისა და თამთა მელაშვილის ნაწარმოებებს.
მონაწილეთა ასაკი: 17 წ.
ვადები/ხანგრძლივობა: 2 თვე;
მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას:
შეიქმნება სხვადასხვა მწერლების ბიოგრაფიებისა
და შემოქმედების აღმწერი პრეზენტაციის ფაილები; ელექტრონული ჟურნალი ,,უახლოესი მწერლობა“,
შეიქმნება ბლოგი, რომელზეც განთავსდება შექმნილი ელექტრონული მასალები; შექიმნება ანგარიში;
პროექტისთვის საჭირო რესურსები: კომპიუტერი, ინტერნეტი,
ბიბლიოთეკა
პროექტის მსვლელობა: საპროექტო თემის შერჩევის შემდეგ
შეიქმნება პროექტის გეგმა და მისი განხორციელების ეტაპები. მოსწავლეთა ერთ ნაწილს დაევალება
მოიძიონ და ელექტრონულად აკრიფონ მწერლების ნაწარმოებები. მეორე ნაწილს დაევალება მათი
ბიოგრაფიის აკრეფა და გაფორმება. შემდეგ მოსწავლეები
შექმნიან საპრეზენტაციო ფაილებს; მომზადდება დასკვნები და მოხდება აზრთა შეჯერება.
შეიქმნება პროექტის ანგარიში და მოხდება პროექტის პრეზენტაცია სკოლის სხვა მოსწავლეების,
მასწავლებლებისა და მშობლების წინაშე. პროექტის დასასრულს მოსწვლეები შეავსებენ თვითშეფასების
ბარათებს.
ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ისტ, ქართული ენა
და ლიტერატურა;
პროექტის ხელმძღვანელი: გულნაზ კარანაძე;
გაკვეთილის გეგმა ,,მგელი"