პლანეტა თამბაქოს კვამლის გარეშე


       მსოფლიოში ,,ატმოსფერო თამბაქოს კვამლის გარეშე“ აღინიშნება 31 მაისს. თამბაქო პირველად მიიღეს 1828 წელს გერმანელმა ქიმიკოსებმა პოსელტონმა და რაიმანმა. პირველად სინთეზის გზით მიიღეს 1893 წელს პიკტეტმა და კრეპიემ. მას არ გააჩნია არავითარი სამკურნალო თვისებები. აქვს ძლიერი მომწამლავი ქმედება:  ქავილი, თავის ტკივილი, მხედველობისა და სმენის დაქვეითება, გუგების გაფართოება, სიმკრთალე, განმეორებითი ღებინება, სუნთქვის გაძლიერება,  არითმული პულსი, კუნთების სპაზმა, კრუნჩხვა, გონების დაკარგვა, ციანოზი, სიკვდილის მომენტი დგება სასუნთქი ცენტრისა და სასუნთქი კუნთების დამბლის შედეგად.
       ჩვენს სკოლაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა აღნისნულ საკითხს, თამბაქოს კვამლის უარყოფით შედეგებს.
ყოველწლიურად მსოფლიოში 6 მილიონი ადამიანის სიკვდილიანობა გამოწვეულია თამბაქოს წევით.
   თამბაქოს კვამლი და მასზე დამოკიდებულება XXI საუკუნეში გლობალური პლობლემის სახე მიიღო. საერთაშორისო კვლევების შედეგად დამტკიცდა, რომ ყველაზე აქტუალური მიზეზი, რის გამოც იწყებენ თამბაქოს მოწევას, გახლდათ ის, რომ მოზარდების მშობლები არიან თამბაქოზე დამოკიდებულნი. სწორედ აქედან გამომდინარე მათ შვილებს უჩნდებათ ინტერესი მისი ,,გასინჯვის“. მეორე მიზეზი შეიძლება იყოს თანატოლების ზეგავლენა, ძლიერი სტრესი, ნერვიულობა, წონაში დაკლებაც და რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს ტრადიციებიც. მაგრამ ზემოთ ჩამოთვლილიდან მნიშვნელოვანია პირველი ორი. ხშირ შემთხვევაში მშობლები აძლევენ ცუდ მაგალითს თავიანთ შვილებს.
        მშობლები არა მხოლოდ თავიანთ შვილებს უბიძგებენ თამბაქოს მოხმარებისაკენ, არამედ სხვებსაც ამის აღმოფხვრა შეიძლება სხვადასხვა სპორტული აქტივობებით, სკოლაში ჩატარებული დილა საღამოებით, პრეზენტაციებით, საუბრებით, ლექციებით და გამაფრთხილებელი ღონისძიებებით.
ჩვენს სკოლაში არაერთხელ ჩატარებულა ღონისძიებები თემაზე: ,,ატმოსფერო თამბაქოს კვამლის გარეშე“. მოგვისმენია ლექციები. ანალიზი გავაკეთეთ თამბაქოს უარყოფით ზემოქმედებაზე.
     გამოვყეთ აქტიური და პასიური მწეველები, ხაზი გავუსვით ჩანასახის განვითარებაზე, კლასში გაიმართა დისკუსია, სიცოცხლის მანძილზე ერთი ადამიანი რა რაოდენობის თანხას ხარჯავს, ეს თემა მათემატიკურად გამოვთვალეთ მეგობრებმა დასკვნა გავაკეთეთ:რომ ფულით ვყიდულობთ სხვადასხვა დაავადებებს. ხაზი გავუსვით იმას, რომ ჩვენი სკოლის უმრავლესი მოსწავლეები არ ვეწევით, მაგრამ ჩვენ მაინც ვართ პასიური მწეველები. მეგობრებისა და სხვა ადამიანების აქტიური მწეველობის გამო მთელი საზოგადოება ექცევა ამ სენის ქვეშ ჩვენი ვალია სხვადასხვა ღონისძიებებით შევამციროთ თამბაქოს კვამლი ატმოსფეროში კლასში გაიმართა თუ რა გზით შეიძლება შემცირდეს პლანეტაზე თამბაქოს კვამლი:
  1. მშობლებმა არ უნდა მისცენ ცუდი მაგალითი თავიანთ შვილებს;
  2. ახალგაზრდები სხვისი გავლენის ქვეშ არ უნდა მოექცნენ;
  3. სისტემატიურად ჩავატაროთ საუბრები თამბაქოს კვამლის უარყოფით შედეგებზე. მათ მიერ გამოწვეულ დაავადებებზე;
  4. შეიქმნას სპეციალური კლუბები რომლებიც მწეველთა რიცხვს შეამცირებენ;
  5. არ გაიყიდოს სიგარეტი არასრულწლოვნებზე;
  6. აიკრძალოს სიგარეტების ღერებით გაყიდვა;
  7. ყველაზე მაღალი ფასი დაწესდეს სიგარეტზე;
  8. დაავადებულ და ჯანმრთელი ადამიანები შევადაროთ ერთმანეთს;
  9. გაიშიფროს ვრცლად კიბოთი დაავადებების მიზეზი, რომ თამბაქოს კბამლითაა გამოწვეული;
  10. უარყოფითი ზემოქმედების მიხვედრა ჩანასახის განვითარებაზე.

     ასე რომ ჩვენს სკოლაში მწეველთა რიცხვი საგრძნობლად შემცირებულია, ამის მიზეზია მეგობრების საუბრები, სკოლის პედაგოგიური კოლექტივის პირადი მაგალითი ბიოლოგიის მასწავლებლის საუბრები, ღონისძიებები, დისპუტები,  პრეზენტაციები და სპორტული შეჯიბრებები.
       ჩავატაროთ სკოლაში დისპუტი თემაზე: ,,არასოდს არ არის გვიან“.
  თამბაქოზე თავის დანებებას ყოველთვის აქვს აზრი. ყოველი მოწეული ღერი სიცოცხლის ათეულ წელს გართმევთ.
     ცხოვრების წესს არ შეიძლება ეწოდოს ჯანმრთელი თუ შენ ეწევი სიგარეტს.მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში დაწესებულია ჯარიმები საზოგადოებრივ თავშეყრის ადგილებში სიგარეტის მოწევაზე.
   საქართველოში მწეველთა რიცხვი მაღალია, ჩვენი საზოგადოების 80%-ზე მეტი მწეველია. ყველა მომხმარებელს მოწევის დაწყების სამი ძირითადი მიზეზი აქვთ:
  1. ეწევა იმისთვის, რომ მის დაქალს ან ძმაკაცს არ ჩამორჩეს;
  2. სოციალური მდგომარეობა მძიმე სოციალორ ფონზე ადამიანთა უმრავლესობა სიგარეტში პოულობს გამოსავალს;
  3. დეპრესია: როდესაც ტკივილი გასაყუჩებლად ეძებ მას.

   XI კლასის მოსწავლეების ერთმა ჯგუფმა გამართა დისკუსია თემაზე: ,, თამბაქოში შემავალი მავნე ნივთიერებების ზემოქმედება ორგანიზმზე“.
  კვამლიდან გამოყოფილი ნივთიერებათა გამოკვლევით დადგინდა, რომ კანცეროგენული ნივთიერებები შეიძლება გაერთიანდეს ორ ჯგუფად: კიბოს გამომწვევი და ის ნივთიერებები, რომლებიც ხელს უწყობს კიბოს განვითარებას.
    აღნიშნულ თემაზე გასულ წელს გვქონდა მსჯელობა კიბოთი დაავადებების გამომწვევი მიზეზები, გაშუქებული გვქონდა სიმსივნით დაავადებული ჩვენი სოფლის ადამიანები. თემამ გაიმარჯვა, მივიღეთ დიპლომები და ქების სიგელები.
     დღეს დღეობით განსაკუთრებით საშისშია, კვამლში შემავალი, ფენოლები და ო-დიჰიდროქსიბენზოლი. კვამლში შედის სხვადასხვა ორგანული ნაეთები, დარიშხანისა და კადმიუმის არაორგანული ნივთიერებები, რადიოაქტიური პოლონიუმი, კალა და ბისმუტი-210.ისინი შედიან კვამლის მთავარ ნაკადში და იწვევენ კიბოს წარმოქმნას.
კიბოს განვითარებაზე მოქმედ ნივთიერებათა ქვეჯგუფს მიეკუთვნება შემდეგი ორგანული ნივთიერებები: ფენოლები, ცხიმოვანი მჟავეები, მათი ეთერები და სხვა.
  თამბაქოს კვამლისგან გამოყოფილი ათეულობით ნივთიერება ლორწოვანი გარსის გაღიზიანებას იწვევს, მათგან მთავარია უჯერი ადდეჰიდი პროპენალი. კვამლში შემავალ სხვა ნივთიერებებთან ერთად იწვევს მწეველების ტიპურ ბრონქიტს.
ფილტვებში აირების ცვლა ნელდება. მწეველს სუნთქვა უძნელედება, დასაწყისში ეს პერიოდულად ხდება, მერე ღებულობს სისტემატიურ ხასიათს და მივყავართ ემფიზემამდე.
      შხამიანი აირებიდან უმეტესი ნაწილი მოდის ნახშირებადის (II) ოქსიდზე. მწეველების ფილტვებში მისი საშუალო კონცენტრაცია 4% გოგირდწყალბადისა და ციანწყალბადის კონცენტრაცია უფრო დაბალია, ვიდრე CO-სი, მაგრამ მათი ტოქსიკურობა უფრო მაღალია. ეს აირები უერთდებიან სისხლის ჰემოგლობინს და ამცირებენ ჟანგბადის გადატანას. ამის გამო პირველ რიგში ზიანდება გულის კუნთი, რომელიც თავის თავზე განიცდის გოგირდწყალბადისა და ციანწყალბადის სპეციფიკურ ზემოქმედებას.
        მოსწავლეთა დიდმა ჯგუფმა ყურადღება გაამახვილა პლანეტაში არსებულ თამბაქოს კვამლით გამოწვეულ მრავალ დაავადებებზე, რომლის შესახებაც მოსწავლეებმა გამართეს დისკუსია, თუ რომელი დაავადებები ჩამოყალიბდა თამბაქოს კვამლით.
მაგალითად:
  1. თმის ცვენა შეიძლება გამოიწვიოს წითელმა მგლურამ.
  2. კატარაქტა.
      მწეველებში 40 %-ით მეტია რისკი კატარაქტის განვითარებისა.

    3. სმენის დაქვეითება
მოწევა იწვევს ფოლაქების ჩალაგებას სისხლძარღვების კედლებში.ქვეითდება შიდა ყურის სისხლით მომარაგება, რის გამოც მწეველებს სმენა ადრე ეკარგებათ.

       4. კანის კიბო.
მწეველებს ორჯერ მეტი შანსი აქვთ დაემართოთ კანის კიბო.
     5. კბილების დაკარგვა.
მოწევა ხელს უწყობს კბილებზე ქვების ჩამოყალიბებას. რის გამოც სწრაფად კარგავენ კბილებს.


    6. გულის დაავადება.
მსოფლიოში სიკვდილი ყოველი მესამე შემთხვევა გამოწვეულია გულსისხლძარღვთა დაავადებით.მოწევა ერტ-ერტი ფაქტორია ამ დაავადების.მოწევა იწვევს გულისცემის გაძლიერებას, არტერიების შევიწროებას და წნევის მომატებას.
   7.კუჭის წყლული.
მოწევა იწვევს იმ ბაქტერიისადმი რეზისტენტობას, რომელიც იწვევს კუწის წყლულს.მწეველებში კუჭის წყლული არის რთული სამკურნალო და შესაძლებელია განმეორდეს.
   8. საშვილოსნოს კიბო და სიმახინჯე.
მოწევა ქალებში იწვევს ნაყოფიერების პრობლემებს, ორსულობასა და განაყოფიერების გართულებას. მოწევა ზრდის ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ბავშვების დაბადების რისკს. თანდაყოლილი სიმახინჯეები მწეველებში ორ სამჯერ მეტია. ხშირია დღენაკლულობა და უეცარი სიკვდილის სინდრომი დაკავშირებულია  მოწევასთან.


   9. დეფორმირებული სპერმა.
მოწევას სეუძლია დააზიანოს სპერმ ა და დნმ. რასაც შეუდძლია გამოიწვიოს სიმახინჯე. აქვთ კიბოს მიმართ წინასწარი განწყობა. მოწევა ამცირებს სპერმის რაოდენობას.
   10. კიბო.
თამბაქოში შემავალი 59 ელემენტი კანცეროგენულია ანუ იწვევს კიბოს მწეველებში 22ჯერ მეტია რისკი განვითარდეს ფილტვის კიბო ცხვირის 2-ჯერ, ხორხის 27-ჯერ, ყელის 12-ჯერ, თირკმლის 3-ჯერ და უამრავი სხვა ორგანოს კიბოთი დაავადებას იწვევს.
ამ დაავადებებზე იმიტომ გავამახვილეთ ყურადღება, რომ თითოეულმა დამიანმა გააცნობიეროს ის რომ არ მოვწიოთ სიგარეტი, შევამციროთ პლანეტაზე თამბაქოს კვამლი.ყველა ჩვენს მიერ ჩატარებული ღონისძიებები მიმართულია თამბაქოს მწეველთა რიცხვის შემცირებისკენ.
     ადამიანებო, რატომ ცდილობთ, რომ საკუთარი თავის სიკვდილი დააჩქაროთ? რად არ ფიქრობთ თქვენს ირგვლივ მყოფთ ადამიანებზე, მათზე ვინც ასე ძალიან გიყვართ, რად უქმნით საფრთხეს შთამომავლობას? ყოველნაირად უნდა გავუფრთხილდეთ ღვთის მიერ ბოძებულ სიცოცხლეს მან რომ ადამიანი შექმნა ,,ხატად და სახედ თვისად“. დღეს კი ადამიანის მიერ ჩადენილი ცოდვებით დამძიმებული დედამიწა: ,,გმინავს და კვნესის“.
    ჩვენი სკოლის ყველა მოსწავლე ვაცნობიერებთ თუ რა გზებით შეიძლება შევამციროთ ,,პლანეტა თამბაქოს კვამლის გარეშე“. ყველაფერს გავაკეთებთ მათი რაოდენობის მინიმუმამდე დაყვანისათვის.

   სიტყვები სილამაზე, მშვენიერება,  სიკეთე,  სიწმინდე,  სათნოება,  ჯერ ისევ მიუწვდომელ ფრაზებად რჩება. ვეცადოთ, რომ ეს სიტყვები მარადიულ სიტყვებად დარჩეს!!!

Комментариев нет:

Отправить комментарий